left_sabechdi

კამალა ჰარისი: ტრამპი, თავის მეწყვილესთან ერთად, ჩემი კარიერის შესახებ სიცრუეს ავრცელებს

“ტრამპი, თავის მეწყვილესთან ერთად, ჩემი კარიერის შესახებ სიცრუეს ავრცელებს”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვანსის კრიტიკას.

ჰარისი მათ ბოლოდროინდელ რეიტინგებს ახსენებს.

“წინ ბრძოლა გველის. გვეუბნებიან, რომ აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ეს კამპანია ხალხის იმპულსით იმართება. ჩვენ კი ვნახეთ, რაც მოხდა მეორე დღესვე, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად დამასახელეს. 24 საათში საარჩევნო კამპანიების ისტორიაში რეკორდული ოდენობის შემოწირულება მივიღეთ. ტრამპი, თავის მეწყვილესთან ერთად, ჩემი კარიერის შესახებ სიცრუეს ავრცელებს, ეს უცნაურია. მან დებატებზეც კი უარი თქვა, იმედია გადაიფიქრებს, რადგან ჩვენ სათქმელი ბევრი გვაქვს“, – აცხადებს ჰარისი.

ასევე იხილეთ