leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: თუ ადამიანი დეკლარაციაში წერს სახლს, ბინას, ფერწერულ ტილოებს, ავტომობილებს და მიუთითებს საბანკო ანგარიშებს, ის იცავს კანონს

„სულ ოდნავი ობიექტურობისთვის „ტვ პირველს”, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაღებული ქველმოქმედებები რომ ეხსენებინა, ისევ მათი მრევლის თვალში ამაღლდებოდნენ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს.

„2022 წლის 31 იანვარს კახა კალაძის შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მან 2021 წელს ქველმოქმედების სახით 300 000 ლარი გაიღო.

2024 წლის დეკლარაციით, 2023 წელს, მის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა შეადგენს 250 000 ლარს.

ბინებს ჩუქნის ხალხს და არავის გვიკვირს.

ეს ხდება სისტემატურად, ყოველ წელს.

აქვს ამ სიკეთის კეთების საშუალება და ეს მისი პირადი ნებაა.

კალაძის დეკლარაციებში ასახულია მისი და მისი მეუღლის ყველა საბანკო ანგარიში.

ასევე, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის ხარჯებიც.

მაგ: სახლი, ბინა, ავტო-მოტოტრანსპორტი, ფერწერული ტილოები და სხვა.

რაც შეეხება საათებს:

საათი, რომელიც მას ეკეთა ევრო-2024-ის ჩემპიონატზე, შეძენილია წელს და ის დეკლარაციაში აისახება, როგორც წესი 2025 წლის 31 იანვარს.

მაჯის საათს ერთი „თავისებურება” ახასიათებს.

ის ხელზე, მაჯაზე უნდა გაიკეთო და ყველა ხედავს.

როგორ უნდა დამალო, ან რატომ.

ტროტილია?

დეკლარაციასაც „ახასიათებს” წელიწადში ერთხელ შევსება და არა ყოველთვიურად.

დამეთანხმებით: თუ ადამიანი დეკლარაციაში წერს სახლს, ბინას, ფერწერულ ტილოებს, ავტომობილებს და მიუთითებს საბანკო ანგარიშებს, ის იცავს კანონს.

სულ ოდნავი ობიექტურობისთვის „ტვ პირველს”:

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაღებული ქველმოქმედებები რომ ეხსენებინა, ისევ მათი მრევლის თვალში ამაღლდებოდნენ.

არაო, ისევ „იქ” გვირჩევნიაო, ამიტომაც წააგეს სასამართლო, სიცრუის გავრცელებისთვის.

ასე რომ, „ტვ პირველის” გუშინდელი სიუჟეტი, სათაურით „რას მალავს კახა კალაძე”, არის მორიგი პასკვილი სერიიდან:

„მე პატარა ბიჭი ვარ, გამოვდივარ ეკრანზე

რა დროს ჩემი სიმართლეა – ნოდარი ვარ, მელაძე…”

არა უშავს, ნოდარ, ხან წააგებ და ხან ისევ წააგებ!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ