leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურიკო დავითაშვილმა ახალ კლუბში თავი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიმკვიდრა

27 ივლისს ფრანგული „სენტ-ეტიენი” ესპანეთის ლა ლიგის მკვიდრს, „ვილიარეალს” ამხანაგურად ეთამაშა. შეხვედრა საბენეფისო გამოდგა ქართველი შემტევისთვის – ზურიკო დავითაშვილმა ესპანელებს 2 გოლი გაუტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ვილიარეალს პირადად მოუგო (3:1) და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია მთავარ მწვრთნელსაც.

„ის ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა, ვიცით, რა დონეზეც შეუძლია თამაში. დაგვანახა, რომ იცის ბურთის შენარჩუნება, გოლის გატანა და პასის გაკეთება. მხოლოდ 23 წლისაა და თითქოს ჩვენთან დიდი გამოცდილება მოიტანა. როდესაც ზურიკოს ბურთი აქვს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაღაც უნდა მოხდეს”, – განაცხადა ოლივიე დალ’ოლიომ.

აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო, მაშინ, როცა მისი გუნდი 1:0 მარცხდებოდა. ეს შეხვედრა ზურიკოსთვის პირველი იყო ახალ გუნდში. სენტ-ეტიენი მომავალ ამხანაგურ შეხვედრებს 3 და 7 აგვისტოს, „გრენობლისა” და „ხეტაფეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ასევე იხილეთ