უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ერთმანეთს ხარკოვში შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მიიღებს 2 მილიარდ ევროს, სამხედრო დახმარებას მიმდინარე წელს და თავდაცვის სფეროში შემდგომ დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო და შორ მანძილზე მოქმედ იარაღსა და დახმარებას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.