left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: უცხოურ ძალას უნდა, რომ უკრაინაში რაც ხდება, ის მოხდეს საქართველოში

„როდესაც ღიმილი გაქვს და იცინი ასეთ სერიოზულ საქმეზე, როგორც არ უნდა მიგაჩნდეს ეს არასერიოზულ საქმედ. რომ გამოდიხარ დაკითხვიდან და არაბუნებრივად იცინი კომენტარებში, უკვე ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშნებია აქ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უცხოურ ძალას უნდა, რომ უკრაინაში რაც ხდება, ის მოხდეს საქართველოში. ამას არც მალავენ. ჩვენ ვნახეთ კონგრესმენების განცხადებები, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არ იქცევით ისე, როგორც უკრაინა იქცევა, ასე ვაჟკაცურად, ასე თავგამოდებით. და გვითხრეს, რომ უკრაინაში დღეს ყოფილა უფრო კარგი დემოკრატია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამ მოცემულობის გამოა ამ ტერაქტთან დაკავშირებული მიზეზები, რომლის მიზანი არის მშვიდობის გარანტის მყოფი ადამიანის ჩამოცილება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

არც სააკაშვილმა არ დამალა, ხომ თქვა, რომ ის შემოაპარეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმისთვის, რომ აქ მოეწყო რევოლუციური სცენარები. ეს არ გამოვიდა, შემდგომ აქ ოპოზიციას მისცეს შანსები, არც ეს არ გამოვიდა, მერე ომის დაწყების სცენარი უნდოდათ, ამაზეც უარი უთხრა ქართულმა საზოგადოებამ, აქციებზე შტურმით უნდოდათ საქართველოს პარლამენტის აღება, ესეც ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და ახლა ეს ტერორისტული აქტი.

სააკაშვილი არის ოქროს მოწმე. დაახლოებით ერთი წლის წინ თავად თქვა ეს, როდესაც შეუთვალა თავის პატრონებს, რომ ავლაპარაკდები, თუ თქვენ არ მიიღებთ შესაბამის ზომებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მან კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის აგვისტოს ომის წინა პერიოდი, ვინ რას აკეთებდა და ვინ რას მიუთითებდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

ასევე იხილეთ