leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის

„რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევა და დავალების შესრულებაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის. იმიტომ არა, რომ შესაძლოა, მე და „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი, ძალიან სუბიექტური ვიყოთ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ამ ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევა და დავალების შესრულებაც, რომ ეს ქვეყანა მეორე ფრონტი გამხდარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იგი საუბრისას სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც შეეხეო.

„დაკითხვიდან რომ გამოხვედი, რა გკითხეს, ხომ იცი და ერთ მუხლს რომ მიმალავ, შემდეგ რომ იმართლებ თავს ჟურნალისტების მეშვეობით, რომ „გრიფით საიდუმლო“ იყო, ტერორიზმის მუხლი იყო და გაუთქმელობა ჰქონდათ და შეთქმულების შესახებ გრიფით საიდუმლო არ იყო?! რა კითხვები დაგისვეს, ამას რომ მალავ, და მაინცდამაინც მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობ, ტერორიზმს არ ახსენებ, მით უმეტეს – ბიძინა ივანიშვილს, სანამ ვიღაცას არ წამოსცდება, არ ახსენებ, ე.ი. რაღაცაშია საქმე. რა ინტერესი უნდა იყოს? აქ იყო დიდი ლუსტრაცია მათი მედია საშუალებების, პოლიტიკოსების აგენტურული ქსელიდან – პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალური ომის პარტიის აგენტების“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ