left_sabechdi

ჯეიმს დევიდ ვენსი: დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ

„დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ”, – ამის შესახებ სენატორმა ოჰაიოდან, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრა თუ არა მან ტრამპთან ამ საკითხზე, ვენსმა დადებითად უპასუხა.

„მას სპილოს მეხსიერება აქვს და რა თქმა უნდა, ახსოვს ხალხის მხრიდან კრიტიკა. მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც მედიას, ჩემი აზრით, ნამდვილად არ ესმის ტრამპის. ის აღიარებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ აზრი“, – თქვა ვენსმა.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა ისიც, რომ ტრამპს არ აინტერესებს, ვენსმა რა თქვა რვა წლის წინ, არამედ აინტერესბეს ის, თუ შეძლებენ ერთად ქვეყნის წარმატებით მართვას.

ასევე იხილეთ