leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bloomberg: ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს

JPG edited with https://ezgif.com/resize

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები მიაწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანელ კოლეგებს, რომ უკრაინას ძალიან სჭირდება Taurus-ის რაკეტები.

ერთ-ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა შეწყვიტოს თავის გამართლება უკრაინისათვის Taurus-ის რაკეტების არმიწოდებასთან დაკავშირებით.

შოლცმა მიმდინარე კვირაში გამორიცხა Taurus-ის რაკეტების გაგზავნა უკრაინაში და აღნიშნა, რომ რაკეტების გაგზავნა ნიშნავს, რომ გერმანია რუსეთთან ომში მხარე გახდება.

ასევე იხილეთ