leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა გურული იასპარეზებენ

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ ძიუდოისტები: ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. ასევე, მოკრივე ლაშა გურული.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის 10 სახეობაში – ბატუტზე ხტომაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, კრივში, მძლეოსნობაში, ტყვიის სროლაში, ფარიკაობაში, ცურვაში, ძალოსნობასა და ძიუდოში 28 სპორტსმენით არის წარდგენილი.

ჯერჯერობით ქართველ სპორტსმენებს არცერთი მედალი არ მოუპოვებიათ.

ასევე იხილეთ