leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უფლებადამცვითი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ იტყობინება.

ყველაზე მეტი, 31 ადამიანი ნოვოსიბირსკში დააკავეს. 19 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, 17 კი მოსკოვში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მარინოს რაიონში მდებარე ეკლესიასთან, სადაც ნავალნის მოქალაქეები ემშვიდობებოდნენ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებდა. ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.

ასევე იხილეთ