„მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების შემდგომ, ოლიმპიადის ორგანიზატორებს დემონსტრაციულად მართლმადიდებელთა ჯვარი აჩვენა და ამით გამოხატა პროტესტი იმ უზნეო-შეურაცხყოფის გამო, რაც გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობას მიაყენეს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
„შენს კაცობას და მართლმადიდებლობას ვენაცვალე, ნოვაკ ჯოკოვიჩ – ვერცერთმა ვითომ მართლმადიდებელმა ვერ გაბედა (შენ გარდა ) ხმის ამოღება! (ერთი მართლმადიდებელი ქართველი როგორ არ აღმოჩნდა, ვინც ჯოკოვიჩს მიბაძავდა)
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების შემდგომ, ოლიმპიადის ორგანიზატორებს დემონსტრაციულად მართლმადიდებელთა ჯვარი აჩვენა და ამით გამოხატა პროტესტი იმ უზნეო-შეურაცხყოფის გამო, რაც გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობას მიაყენეს!
ჯოკოვიჩი არის ქრისტიანი , მართლმადიდებელი , ის არის ვაჟკაცი – განსხვავებით იმ შეშინებული, ვითომ ქრისტიანებისგან, რომლებმაც დისკვალიფიკაციის შიშით ხმა ვერ ამოიღეს და გადაყლაპეს ეს უდიდესი შეურაცხყოფა!
P.S. ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე – უფლის სახელის გმობას მშვიდად რომ უცქერ, შემდეგ ღმერთის იმედი არ უნდა გქონდეს და ფარისევლური პირჯვარი ვეღარ უშველის!” – წერს სანდრო ბრეგაძე.