როდესაც ობიექტურად და სამართლიანად ფასდება პროგრესი, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აჩვენებს მაღალ შედეგებს. როდესაც უსამართლო განცხადებები ისმის ხოლმე, მერე ამაზე უწევთ მათ ბოდიშის მოხდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და 11-წლიანი პროგრესით საუკეთესო ათეულშია.
მისი თქმით, საქართველოს მოწინავე პოზიციები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება.
„საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს იმის აღიარება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება, ჩვენს ქვეყანაში არის ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.