leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა

ევროკავშირმა უნგრეთს დაბლოკილი თანხიდან კიდევ 2 მილიარდ ევროზე გაუხსნა წვდომა, მას შემდეგ რაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ საგანმანათლებლო მომზადებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულა. ამის შესახებ Bloomberg-ს ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმეკერმა განუცხადა.

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა უნგრეთისთვის გამოყოფილი 30 მილიარდი ევრო დაბლოკა, მას შემდეგ რაც ბრიუსელმა ჩათვალა, რომ უნგრეთი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის წესებს არ იცავს. გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ უნგრეთს „გაყინული“ თანხებიდან 10 მილიარდი ევრო გამოუყო, ვინაიდან უნგრეთმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირების არსებული მოთხოვნა შეასრულა.

 

ასევე იხილეთ