leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ლევანტეს“ მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: არ ვაპირებთ დამალვას, რომ შესაძლოა, გიორგიმ დაგვტოვოს

ესპანური „ლევანტეს“ მწვრთნელმა, ხულიან კალერომ კომენტარი გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართველი ნახევარმცველით დაინტერესებული ვიგოს „სელტა“, „ესპანიოლი“, „ლაციო“ და „ტორინო“ არიან. მან Las Provincias-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ქოჩორაშვილმა ზაფხულში, შესაძლოა, „ლევანტე“ დატოვოს.

„გიორგის ევროპის ჩემპიონატზე ვუყურეთ, სადაც ის შესანიშნავი იყო. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კარგად ითამაშებს. ფინანსებით განსაკუთრებულად არ ვინტერესდები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვიცი, რაც ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

გიორგი ის ფეხბურთელია, რომლის დარჩენითაც ბედნიერი ვიქნები. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ველაპარაკე და ვხედავ, რაოდენ დიდი ენერგია და წინსვლის სურვილი აქვს. აქედან მოდის განცდა, რომ შეიძლება, ის „ლევანტედან“ წავიდეს.

რა და როგორ გამოვა, ერთად ვნახავთ, მაგრამ არ ვაპირებთ დამალვას, ეს ყველამ ვიცით და ვაცნობიერებთ. თუ დავინახავთ, რომ ეს ჩვენს გუნდს არ დააზიანებს, გავუშვებთ და შევეცდებით, დანაკლისი სხვების მოსვლით შევავსოთ“, – ამბობს „ლევანტეს“ მწვრთნელი.

ასევე იხილეთ