left_sabechdi

ამირან სალუქვაძე: სასამართლოც წააგეს!

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელის დაუარებას ეხმიანება:

„აუცილებლად წასაკითხი‼️

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ბრიტანულ სასამართლოში ანაკლიის პორტის საქმეზე დავა წააგეს.

თავის გაფუჭებულ საქმეზე უნდოდათ 1,5 მილიარდი დოლარი საქართველოს მთავრობას, ანუ მოსახლეობას გადაეხადა. ახლა კი ზღაპრებს ჰყვება. 100 მილიონი არ დაუხარჯავს და მილიარდ-ნახევრის მიღება უნდოდა. რომ ამეშენებია, მოგებას ვნახავდიო. ვერ დააბოლეს სასამართლო.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოც მოსყიდულია?

ახლაც არ დაასრულებენ და აგრძელებენ სპეკულაციებს. ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგაო.

ძალიან კარგად შევისწავლე ეს საქმე. ყველაფერი გააკეთეს, რათა პორტი არ აშენებულიყო, ან ვერაფერი გააკეთეს მის ასაშენებლად. 1 დოლარიც ვერ მოიზიდეს.

კარგ დროს მოუსწრო სასამართლომ, წინასაარჩევნოდ. ანაკლიაზე ჰქონდა აგებული მთელი საარჩევნო იგავები. სასამართლოც წააგეს. წერტილი!” – წერს ამირან სალუქვაძე.

ასევე იხილეთ