leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე პროფესიულ სასწავლებელ „ჰორიზონტს“ ესტუმრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

“გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად,  პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და პროფესიული განათლების მასწავლებლებს შეხვდა.

კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ფილიალში, გივი მიქანაძე მასწავლებლებს განათლების სფეროში  მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული კოლეჯის დირექტორს, ნანა ჯოლიას და კოლეჯის პერსონალს  გურიაში პროფესიული განათლების 100 წლისთავი  მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა განათლების ამ მიმართულებით გაწეული შრომისთვის.

ლანჩხუთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

 

ასევე იხილეთ