გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს და საფრთხის მაღალ დონეს აცხადებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 ივლისს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო“, – აცხადებენ სააგენტოში.