leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა”,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ