GITA -ს დაფინანსებითა და კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი ჩატარდა
“კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებითა და კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონის ინოვაციების ბანაკი TechECHSkillsKILLS BOOTCAMP Bootcamp 2024 ჩატარდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
“ხუთ-დღიანი ბანაკი ბაკურიანში გაიმართა, რომელიც მოიცავდა Web/Mobile Development – ის მიმართულებით ინტენსიურ ტრენინგ კურსებსა და ვორქშოფპებს და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების Web და Mobile Development ტექნოლოგიებით დაინტერესებას.
ბანაკში, მონაწილეობა მიიღეს 15-19 წლის ახალგაზრდებმა შიდა ქართლის რეგიონიდან. მონაწილეები ბანაკის მიმდინარეობისას მუშაობდნენ დასახული პრობლემის მოგვარების ინოვაციური და ტექნოლოგიური გზების გადაწყვეტების შემუშავებაზე. ამავდროულად, მათ გაიარეს ტრენინგები Web/Mobile Development მიმართულებით. ბანაკის მონაწილეებთან მუშაობდნენ მენტორები, მოწვეული ტრენერები და გუნდის ლიდერები. დემო დღეზე მონაწილეებმა საკუთარი იდეების პრეზენტაციები წარადგინეს. საუკეთესო ორ იდეას გადაეცა თემატური პრიზები ბანაკის სპონსორი კომპანიისგან „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“.
პროექტი მიზნად ისახავდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების Web&Mobile Development ტექნოლოგიებით დაინტერესებას. პროექტის განმახორციელებელია შპს ქლევერტონი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.