leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე: სამარცხვინო იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.

„ვფიქრობ, გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო. ნამდვილად სამარცხვინო და საშინელი იყო. ჩვენ არ გვინდა საიდუმლო სერობა იმგვარად იყოს ასახული, როგორც ეს იმ ღამით გააკეთეს. დიდი მიმღებლობა გამაჩნია, მაგრამ ის რაც გააკეთეს, სამარცხვინო იყო,” – აცხადებს ტრამპი. 

ამასთან, როგორც The Sun წერს, ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის კათოლიკე სასულიერო პირებმაც გაავრცელეს და გააკრიტიკეს.

„სამწუხაროდ, ცერემონია მოიცავდა ქრისტიანობის დაცინვის სცენებს. ძალიან ვწუხვართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ