აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არ სჯერა, „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლა გარდაუვალი იყოს. თუმცა მან შეშფოთება გამოთქვა ესკალაციის პოტენციალით „ჰეზბოლას“ მიერ გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებული სარაკეტო იერიშის გამო, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტივობა ვნახეთ, ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ეს, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაიზარდოს. არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია. ჩვენ გვინდა, საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის, 27 ივლისს მომხდარ სარაკეტო იერიშში ისრაელმა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ მას შესაბამის პასუხს გასცემს. „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო.