leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია, პრაიდის ორგანიზატორები ფაქტობრივად ძალადობენ და ისე ცდილობენ-ხოლმე პრაიდის ჩატარებას

“ცდილობენ, ლგბტ პროპაგანდის საჭიროება იმით შეფუთონ, რომ თითქოს, ვინმე ვინმეს დასდევს აქ და საქართველო ბნელი ქვეყანაა,” – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებლების მიზნებზე.

„პრაიდის ორგანიზატორები და მათი პატრონები ხომ ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ამ პროპაგანდის წინააღმდეგია, მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად ძალადობენ და ისე ითხოვენ სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ პოლიტიკოსის მხარდაჭერით, რომ ეს პრაიდი ჩატარდეს. ამას იმ შინაარსით აკეთებენ, რომ თითქოს ქართული საზოგადოება ჩამორჩენილი და გაუნათლებელია, ამიტომ, მათი გათვითცნობიერებისთვის ლგბტ პროპაგანდაა საჭირო. სწორედ ამიტომ დავიწყეთ „ხალხის ძალამ“ ამ თემაზე საუბარი.

ცდილობენ, ლგბტ პროპაგანდის საჭიროება იმით შეფუთონ, რომ თითქოს ვინმე ვინმეს დასდევს აქ და საქართველო ბნელი ქვეყანაა. ამ დროს, ძალადობის შემთხვევები ლგბტ თემის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ ევროპასა და ამერიკაშიც ხდება, მაგრამ სურთ, რომ კონკრეტულად ეს თემა წარმოაჩინონ განსხვავებულად, დეზინფორმაციას მიმართავენ და ამით დაფინანსებებს იღებენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ