თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.