leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: თაღლითი არის თაღლითი – ყველგან და ყოველთვის, გინდა ბანკის მფლობელი იყოს, გინდა პარტიის ლიდერი ან თუნდაც მეეზოვე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს და აღნიშნავს, რომ თაღლითი არის თაღლითი – ყველგან და ყოველთვის, გინდა ბანკის მფლობელი იყოს, გინდა პარტიის ლიდერი ან თუნდაც მეეზოვე.

ანჯაფარიძის თქმით, ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ერთგვარი გაკვეთილიც და გაფრთხილება არსებული თუ პოტენციური თაღლითებისთვის საქართველოში.

„თაღლითი არის თაღლითი – ყველგან და ყოველთვის, გინდა ბანკის მფლობელი იყოს, გინდა პარტიის ლიდერი ან თუნდაც მეეზოვე

ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება და ერთგვარი გაკვეთილიც და გაფრთხილება არსებული თუ პოტენციური თაღლითებისთვის საქართველოში.

როგორც იტყვიან, საქართველო თაღლითების გარეშე!!!” – წერს ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ