leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ორს ხედავდით, არადა სამნი ვიყავით“ – ოლიმპიადაზე ფარიკაობაში 7 თვის ორსულმა სპორტსმენმა იასპარეზა

პარიზის ოლიმპიადაზე ორსულმა მოფარიკავემ  იასპარეზა. 26 წლის ნადა ჰაფეზი შეჯიბრებაზე 7 თვის ფეხმძიმე გამოცხადდა და ერთი შეხვედრა მოიგო კიდეც.

მან საწყის ეტაპზე ამერიკელი ელიზაბეთ ტარტკოვსკი 15:13 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში სამხრეთკორეელ ჯეონ ჰა-იონთან მარცხი განიცადა (7:15).

„7 თვის ორსული ოლიმპიელი – თქვენ ბილიკზე ორ სპორტსმენს ხედავდით, სინამდვილეში სამი იყო! მე, ჩემი მეტოქე და ჩემი შვილი, რომელიც ამ სამყაროს მალე მოევლინება. მე და ჩემს შვილს გვქონდა საკმაოდ დიდი გამოწვევები, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. ორსულობა რთულია, ცხოვრებასა და სპორტს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად ბრძოლა კი დამღლელი გახლდათ, თუმცა ღირდა. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვთქვა, თუ რამდენად ამაყი ვარ, რომ მერვედფინალში შვილთან ერთად ვიასპარეზე“, – დაწერა 26 წლის მოფარიკავემ სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ