leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომის თავიდან არიდება შესაძლებელია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომის თავიდან არიდება შესაძლებელია.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სჯერა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია, რაც ლიბანში და ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემდა, უსაფრთხო გარემოში ეცხოვრათ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ სჯერათ ამის თეთრ სახლში, ჟან-პიერმა უპასუხა:

„იმის გამო, რომ უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, არ გვინდა, ვნახოთ ყოვლისმომცველი ომი“.

ასევე იხილეთ