გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგებას ასრულებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, სოფელ გლდანში, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ჯამში, 3000 კვ. მეტრამდე ფართობი წესრიგდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 538 000 ლარი დაიხარჯება.
გასულ წელს, ყაზბეგის ქუჩაზე 721 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო. სამუშაოებისთვის 167 500 ლარი დაიხარჯა.