ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ამის შესახებ CNN ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰანიეს დაღუპვის ფაქტი „ჰამასმაც“ დაადასტურა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰანიე ისრაელის სამხედრო ძალების რეიდის შედეგად მოკლეს. ჰანიე ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.
ირანის შესაბამის სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.