საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ლიონში გადავიდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
მიქაუტაძე ლიონში ფორვარდისთვის უჩვეულო, 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რიცხვი 69 ქალაქ ლიონის საქალაქო კოდია, ეს ნომერი კი ქალაქისა და კლუბის პატივისცემის გამოხატვის ნიშანია გიორგის მხრიდან.
„ახლა იტყვის, მიყვარს, მიყვარს 69.
„უყვარს ინტიმი” – წერენ კომენტარებში.
მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯებიც ამ გუნდში გადადგა.
ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, ონლაინმედია geo team-მა მიქაუტაძის დედის ინტერვიუ გაავრელა, საიდანაც გაირკვა, რომ გიორგი კლუბ „ლიონში” თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.
გიორგის ახალი მაისური უკვე იყიდება „ლიონის” ოფიციალურ მაღაზიაში და ის 123 ევრო ღირს.
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის” თანამფლობელი 18.5 მილიონ ევროდ გადავიდა „მეციდან” „ლიონში”, რასაც ბონუსებად ,შესაძლოა, კიდევ 4.5 მილიონი დაემატოს. ეს ტრანსფერი რეკორდულია ქართული ფეხბურთისთვის. აქამდე, ყველაზე დიდი თანხა ქართველ ფეხბურთელში 2001 წელს გადაიხადეს, როცა კახა კალაძე კიევის „დინამოდან” „მილანში” გადავიდა.
„ლიონის” მთავარი მეტოქე საფრანგეთში „სენტ ეტიენია”, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა. ამ გუნდებს შორის მატჩი მომდევნო სეზონში, 10 ნოემბერსა და 20 აპრილს შედგება.