leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ვინც არ დაემორჩილება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დაეკისრება 25 000-ლარიანი ჯარიმა, არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000-ლარიანი  ჯარიმა“, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.

„არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ