ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია! ქართველმა ძიუდოისტმა სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე პირველი, ვერცხლის მედალი მოუპოვა.
საქართველოს მთავრობამ ოლიმპიელების პარიზში გამგზავრებამდე გამოაცხადა, რომ ოლიმპიური მედლის მფლობელები სახელმწიფოსგან წამახალისებელ პრიზს მიიღებდნენ.
ტატო გრიგალაშვილი ხელისუფლებისგან ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის 500 000 ლარს მიიღებს.