leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ამ რვა წლის განმავლობაში მისი მავნე მონაწილეობა რომ არა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა

„მამუკა ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ამ რვა წლის განმავლობაში მისი მავნე მონაწილეობა რომ არა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა და იქნებოდა ფინიშის სწორზე, მაგრამ არც ახლა ვართ მიზნისგან შორს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობდა, უშრომლად მიეღო საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და ბიუჯეტის 25 პროცენტი მიეთვისებინა.

„ლელო“ რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით ახორციელებდა, მათ შორის მისი აქტივობები არბიტრაჟში, კომუნისტური პარტიის დროს უშრომელ შემოსავალს ეძახდნენ. ისინი ცდილობდნენ, უშრომლად მიეღოთ საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და იმდროინდელი ბიუჯეტის 25 პროცენტი მიეთვისებინა. როგორ შეიძლება, ასეთი პარტიისგან სახალხო პარტია დადგეს? ასეთი პოლიტიკოსები სახალხო ვერასოდეს იქნებიან, რადგან უკვე ყველაფერი აშკარაა. „ლელოს“ არანაირი მიზანი გააჩნია, რადგან მათი ძირითადი სლოგანი იყო – „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი ჩაშალა და აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა კონსტიტუციაში ამ საკითხის შეტანიდან დაწყებული, იმ სამუშაოებით დასრულებული, რაც განხორციელდა. ბუნებრივია, ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმის ნაცვლად, რომ ის ფული წაეღო, რის წაღებასაც აპირებდა, რადგან ამ რვა წლის განმავლობაში რომ არა მისი მავნე მონაწილეობა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა და იქნებოდა ფინიშის სწორზე, მაგრამ არც ახლა არ ვართ შორს მიზნისგან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ასევე იხილეთ