დაბა ჩაქვში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალურ საავტომობილო გზა დაიტბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოსა და სარდაფებში შევიდა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
„უხვმა ნალექმა ბოსტნეულის მოსავალი დააზიანა, წაიღო ყველაფერი. საბავშვო ატრაქციონებს ვერ ვხედავთ, როგორც ჩანს, ესეც წყალმა წაიღო. ამ დროისათვის, ნელ-ნელა წყლის დონე იკლებს, თუმცა ზიანი უკვე მოგვაყენა”, – ამბობენ ადგილობრივები.