leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლედი გაგა დაინიშნა

მომღერალი ლედი გაგა და ბიზნესმენი მაიკლ პოლანსკი დაინიშნნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

საზოგადოებამ გაგას და პოლანსკის ნიშნობის შესახებ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ Tik-Tok-ის პლატფორმიდან შეიტყო.

როგორც გამოცემა წერს, მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა, დანიშნულია, თუმცა, ინფორმაცია მისი ნიშნობის შესახებ ამ დრომდე არ გაასაჯაროვეს.

„წყვილმა ნიშნობის თაობაზე თავიანთ ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს მაშინვე შეატყობინა, თუმცა უნდოდათ, ეს ამბავი ცოტა ხნით საიდუმლოდ შეენახათ“, – განაცხადა გამოცემასთან წყვილთან დაახლოებულმა პირმა.

ასევე იხილეთ