leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადას გამარჯვებით იწყებს

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა, მეტოქე ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ასევე იხილეთ