leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: მინდა, შეგახსენოთ სააკაშვილის ბიძის, ალასანიას, პრაქტიკულად, ღია მოწოდება, რომ ეძებს კაცს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესვრის

“საქმე ეხებათ ოპოზიციის მხარდამჭერებს, მათ აქტივისტებს. ადამიანებს, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ისინი პირდაპირ იმუქრებოდნენ, რომ როდესაც მოათავებდნენ უკრაინაში თავიანთ საქმეს ტრიუმფალურად, მერე გააკეთებდნენ თავიანთი სამხედრო ძალების პროექციას საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ სააკაშვილის ბიძის, ალასანიას, პრაქტიკულად, ღია მოწოდება იამზე, რომ მას მილიონი დოლარი ჯიბეში უდევს და ეძებს კაცს თოფით, რომელსაც ექნება ერთი ტყვია მაინც იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს შუბლში ესროლოს. ეს, პრაქტიკულად, მათი ჩრდილოვანი ლიდერის განცხადება და მოწოდება იყო“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ