გიორგი ვოლსკი: საქართველოში ჩამოყალიბებული მართვის სისტემა აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, მისი შემქმნელები სანქციების ქვეშ მოხვედრას არ იმსახურებენ
“მართვის სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ და ამ მართვის სისტემის შემქმნელები არანაირად არ იმსახურებენ, მოხვდნენ სანქციების ქვეშ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მესმის, რომ საინტერესოა, სანქციების თემა არჩევნების წინ მუდმივად დღის წესრიგში იყოს. ჩვენ არც ერთი მაჩვენებლით არ ჩამოვრჩებით ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მართვის სტანდარტს – დაწყებული კორუფციის მაჩვენებლის საკითხით, დასრულებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით. მართვის სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ და ამ მართვის სისტემის შემქმნელები არანაირად არ იმსახურებენ, მოხვდნენ სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ვოლსკიმ.