leaderboard_below_slide
left_sabechdi

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში აშშ ჩართული არ იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ არ იყო ჩართული „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში.

„ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და რაშიც არ ვიყავით ჩართული“, – განაცხადა ბლინკენმა სინგაპურში ვიზიტისას ადგილობრივ მედიასთან.

ბლინკენს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ჰქონდეს გავლენა ომის მიმდინარეობაზე ჰანიეს მკვლელობას.

„მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ არასდროს მოვახდინო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებითთუ რა გავლენა, შესაძლოა, იქონიოს ერთმა მოვლენამ რაღაცაზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობას. მისი თქმით, ამის მხარდასაჭერად აშშ ყველაფერს გააკეთებს.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. ის ბოლოს საჯაროდ ირანის ახალარჩეული პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

ასევე იხილეთ