leaderboard_below_slide
left_sabechdi

რესპუბლიკელი სენატორები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს: მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები, რათა უზრუნველყოთ, რომ აღარასოდეს დასცინონ რომელიმე რწმენას ოლიმპიადის გახსნის ან დახურვის ცერემონიებზე

რესპუბლიკელმა სენატორმა ალასკას შტატიდან, დენ სალივანმა, კოლეგებთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახს წერილი მისწერა, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის გახმაურებულ სცენას ეხება.

წერილს ასევე ხელს აწერს აშშ-ის სხვადასხვა შტატის წარმომადგენელი 18 რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის, მარკო რუბიო, ლინდსი გრემი, ჯიმ რიში და ტედ კრუზი.

„ჩვენ გწერთ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოვლენილი ქრისტიანული რწმენის ვულგარული დაცინვის საპასუხოდ. თამაშები უნდა აერთიანებდეს ყველა ქვეყნის, რასისა და რელიგიის ხალხს. მსოფლიოს გაერთიანების მიზნით გამართულ ღონისძიებაზე ანტიქრისტიანული ფანატიზმის ადგილი არ არის. თამაშებმა უნდა იზეიმოს სპორტსმენების მიღწევები და არ შელახოს ვინმეს რწმენა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები ოლიმპიური ქარტიის 55-ე წესის შეცვლით, რათა უზრუნველყოთ, რომ აღარასოდეს დასცინონ რომელიმე რწმენას გახსნის ან დახურვის ცერემონიებზე“, – აცხადებენ სენატორები.

თომას ბახისთვის გაგზავნილ წერილში, სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად უნდა დაგმოს პარიზში ქრისტიანული სარწმუნოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მომენტის დაცინვა და უნდა შეცვალოს წესები, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოფიციალურად უნდა დაგმოს პარიზში ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური მომენტის დაცინვა. ამის შემდეგ, IOC-მა უნდა შეიტანოს ფორმალური ცვლილებები, რათა უზრუნველყოს, რომ მსგავსი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი სანახაობა არ განმეორდეს, რათა კუბერტინის ხედვა თამაშების განვითარების შესახებ უცვლელი დარჩეს. თითოეული ადამიანი, ყველა ერიდან და ყველა რწმენიდან, უნდა იყოს წახალისებული, ისიამოვნოს ოლიმპიადით დამცირებისა და დაცინვის გარეშე.” – აღნიშნულია სენატორების წერილში.

https://www.sullivan.senate.gov/newsroom/press-releases/sullivan-lankford-and-colleagues-call-out-olympic-committee-for-mocking-christian-faith

ასევე იხილეთ