leaderboard_below_slide
left_sabechdi

Times Of Israel: ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს ესაუბრა და ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „ჰეზბოლას“ მიერ წარმოქმნილ საფრთხესთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ესაუბრა. ინფორმაციას პენტაგონზე დაყრდნობით The Times Of Israel ავრცელებს.

ოსტინის ოფისის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელის პასუხი 27 ივლისს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რის შედეგადაც 12 უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესად ბავშვები დაიღუპნენ.

„მათ განიხილეს ის საფრთხეები, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მომდინარეობს, მათ შორის არის ლიბანური „ჰეზბოლა“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც მითითებული არ არის გასულ ღამეს ბეირუთში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა და, ასევე, საუბარი არ არის თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე, რომელშიც „ჰამასი“ ისრაელს ადანაშაულებს.

„მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფლების მიმართ. მათ ასევე განიხილეს დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის მცდელობები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ისრაელ-ლიბანის საზღვრის ორივე მხარეს, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ