leaderboard_below_slide
left_sabechdi

Setanta Sports-ის კომენტატორი ანდრო ხელაძე: ძალიან სასიამოვნოა ის თავდაჯერება, გამბედაობა და აურა, რაც ტატამიზე გასული ლაშასგან მოდის. ძალიან მჯერა, კიდევ ერთხელ გაახარებს საქართველოს!

„ზოგადად ამ სპორტის დიდი მოყვარული არ ვარ, მხოლოდ ქართველების მნიშვნელოვან ბრძოლებს ვადევნებ თვალს, მაგრამ ბექაურის ძიუდოს სულ სხვა ენთუზიაზმით ველოდები – ჩემნაირი მაყურებლისთვისაც კი ძალიან სასიამოვნოა ის თავდაჯერება, გამბედაობა და აურა, რაც ტატამიზე გასული ლაშასგან მოდის”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში Setanta Sports-ის კომენტატორი, ანდრო ხელაძე წერს.

„7 წლის იყო არხილოსკალოს სკოლის პატარა ოთახში რომ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. დარბაზში მისასვლელად ყოველდღიურად 13 კილომეტრის ფეხით გავლა უწევდა.

დღეს კი მეორედ ეცდება ოლიმპიური ოქროს მოგებას. თავის დროზე დაგვპირდა ოლიმპიადებიდან 4 ოქროს მედალს ჩამოვიტანო და ისეთი დამაჯერებელი იყო, ვიწამე.

ზოგადად ამ სპორტის დიდი მოყვარული არ ვარ, მხოლოდ ქართველების მნიშვნელოვან ბრძოლებს ვადევნებ თვალს, მაგრამ ბექაურის ძიუდოს სულ სხვა ენთუზიაზმით ველოდები – ჩემნაირი მაყურებლისთვისაც კი ძალიან სასიამოვნოა ის თავდაჯერება, გამბედაობა და აურა, რაც ტატამიზე გასული ლაშასგან მოდის.

გუჯეჯიანმა თქვა გუშინ მოღრუბლულ პარიზში – ბექაურმა მზე უნდა გამოიყვანოსო. ძალიან მჯერა, კიდევ ერთხელ გაახარებს საქართველოს!” – წერს ანდრო ხელაძე.

ასევე იხილეთ