leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსზე: ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს

“ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს ამ მაჩვენებლებით საქართველო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით საქართველოს მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.

„ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს ამ მაჩვენებლებით საქართველო. ეს არის გასათვალისწინებელი. ობიექტურობა მოითხოვს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ საქართველოს არასდროს ევროპული სტანდარტი არ დაურღვევია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ქვეყნის და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის 38-ე ადგილზე გავიდა.

 

ასევე იხილეთ