leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: მართვის იმ სისტემის შემქმნელები, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, არ იმსახურებენ მოხვდნენ სანქციების ქვეშ

“მართვის იმ სისტემის შემქმნელები, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, არ იმსახურებენ მოხვდნენ სანქციების ქვეშ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მორიგ მოსმენას გამოეხმაურა.

„არც ერთი მაჩვენებლით ჩვენ არ ჩამოვრჩებით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, მართვის სტანდარტს, დაწყებული კორუფციის საკითხით და დამთავრებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით. რასაკვირველია, მართვის იმ სისტემის შემქმნელები, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, არ იმსახურებენ მოხვდნენ სანქციების ქვეშ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ასევე იხილეთ