leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი: მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობას უხდის პარალიმპიელთათვის დაწესებული ჯილდოებისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე.

ასევე, იმედს გამოთქვამენ, რომ პარასპორტსმენები პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დაწერენ გამარჯვების იმ შთამბეჭდავ ისტორიებს, რომლითაც თითოეული მოქალაქე და მსოფლიო პარალიმპიური მოძრაობის ნებისმიერი გულშემატკივარი იამაყებს!

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მადლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ სახელმწიფო თანაბრად აფასებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტს და ზრუნავს მათ განვითარებაზე! ამ ძლიერი მხარდაჭერის შესახებ მოვუყვებით სხვა ქვეყნების პარალიმპიურ მოძრაობებს და გადაწვეტილების მიმღებ პირებს.

დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარასპორტსმენები პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დაწერენ გამარჯვების იმ შთამბეჭდავ ისტორიებს, რომლითაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მსოფლიო პარალიმპიური მოძრაობის ნებისმიერი გულშემატკივარი იამაყებს!

სახელმწიფოს მხრიდან კი ჩვენი შრომის ასეთი, დაფასება, აღიარება და მხარდაჭერა არის მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სტიმული და მოტივაცია ჩვენთვის“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ