ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ბექაურსა და მოსახლიშვილზე: სპორტული პრინციპების ერთგულება ყველაფერზე მაღლა დგას! ძიუდოს ნამდვილი ფასეულობები
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურისა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სპორტული პრინციპების ერთგულება ყველაფერზე მაღლა დგას! ძიუდოს ნამდვილი ფასეულობები“- წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.
ლაშა ბექაური და ტრისტან მოსახლიშვილი ერთმანეთს ოლიმპიადის ნახევარფინალში შეხვდნენ. შეხვედრა ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.