ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ „პირველ არხთან“ ემოციური კომენტარი გააკეთა.
„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.