ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური“, – წერს ფედერაცია.
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.