leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ზოგიერთი დონორის მხრიდან რაღაც ჯგუფებს აქვთ შეთავაზება, რომ დაარეგისტრირებენ საზღვარგარეთ და როგორც უცხო ძალას, ისე შემოუშვებენ, ეს არაფერია თუ არა პრერევოლუციური სცენარის დადგმა

“გამჭვირვალობის კანონი მარტივ რაღაცას ითხოვს, შემოსავლების დეკლარირებას. როცა საქართველოს გამჭვირვალობას სთხოვენ, ქვეყანა ბიუჯეტის გამჭვირვალობით ნომერ პირველია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რაღაც ჯგუფები არათუ დარეგისტრირებას არ აპირებენ, არამედ ზოგიერთი დონორის მხრიდან არიან კოორდინირებული, ეუბნებიან, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ დარეგისტრირდებიან, პროგრამებს შეუჩერებენ და თუ მაინც და მაინც სხვა გამოსავალი ვერ ნახეს, შეთავაზება აქვთ, რომ წაიყვანენ საზღვარგარეთ, იქ დაარეგისტრირებენ, როგორც უცხო ძალას და ისე შემოუშვებენ. ამ დონის კოორდინირებაა. ეს არაფერია თუ არა პრერევოლუციური სცენარის დადგმა და ვნახოთ, ვისი აჯობებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე იხილეთ