leaderboard_below_slide
left_sabechdi

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში, საზაფხულო ფაზის მორიგი ეტაპი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავავშირი ახორციელებს, საზაფხულო ფაზის მორიგი ეტაპი გაიმართა. ტურნირებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 200-მდე შშმ პირმა, ომის ვეტერანმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და, ასევე, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა.

ზიპლაინის აქტივობა მეტად სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად დაეშვა მდინარე მტკვრის თავზე, ფოლადის როლერზე. ამ აქტივობით, ბევრმა მონაწილემ, სიმაღლის შიშიც დაძლია და განსაკუთრებული ემოციები შეიგრძნო.

რაც შეეხება ფეინთბოლის ჩემპიონატს_ სპორტის ეს სახეობა, პროექტის მონაწილეთა შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაც დიდია. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს გამარჯვებისთვის. ტურნირი, საქართველოს პირველობისთვის, ოლიმპიური სისტემით წარიმართა.

მესამე ადგილს, გორელებით დაკომპლექტებული ექვსეული დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, გორელებმა მოიპოვეს გამარჯვება და გარდამავალ თასს ერთი წლით სწორედ ისინი დაეუფლნენ; თუმცა, 2024 წელი იღბლიანი აღმოჩნდა ქუთაისელებისთვის, რომლებმაც პირველი ადგილიც მოიპოვეს და გარდამავალმა თასმაც, ერთი წლით, იმერეთში დაიდო ბინა. რაც შეეხება მეორე ადგილს_ ის თბილისელთა ექვსეულით დაკომპლექტებულმა გუნდმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ მედლები,დიპლომები, სპეციალური, თემატური სუვენირები და ფასიანი პრიზები.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

პროექტის გენერალური სპონსორი „აჭარაბეთი“, ხოლო სპონსორი, კომპანია „სოკარი“ გახლავთ. ტურნირს მასპინძლობა „ნატახტარმა“ გაუწია.

ასევე იხილეთ