ჯანმრთელობის და წონის მონიტორინგისთვის პერსონალური სასწორის ყიდვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეგიძლია თვალი ადევნო შენს პროგრესს, აკონტროლო წონის კლება, მატება და უეცარი ცვლილებებიც არ გამოგეპაროს.წონის მუდმივად კონტროლი ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაშიც გიწყობს ხელს.
ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომელიც პერსონალურ სასწორებს აწარმოებს, მათ შორის არის ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Ardesto, SENCOR, Vitek, Zwilling, FRANKO, ADLER, General Electronic, ARSHIA, Scarlett, Xiaomi და სხვა.
თანამედროვე სასწორები თხელი და კომპაქტურია, არის მარტივი და მოსახერხებელი გამოსაყენებლად და აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით. მაგალითად, სასწორები გვთავაზობს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: კუნთების მასის და სხეულის ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი, სხეულის მასის ინდექსი (BMI), ასევე, წყლის წონის და ძვლის სიმკვრივის გაზომვაც შეუძლია. სასწორის ზოგიერთი მოდელი აპლიკაციებსაც შეგიძლია დაუკავშირო.
რა უნდა გაითვალისწინო სასწორის შერჩევისას:
იმისთვის, რომ შენთვის საჭირო სასწორი სწორად შეარჩიო რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გჭირდება.
პირველ რიგში, საჭიროა, განსაზღვრო ბიუჯეტი და აირჩიო ბრენდი, რომელსაც ენდობი. თუ არ იცი, რომელი ბრენდის ყიდვა გსურს, შეგიძლია ინტერნეტში გაეცნო მიმოხილვებს.
ყურადღება მიაქციე ისეთ დეტალებს, როგორებიცაა:
სასწორის მაქსიმალური დატვირთვა: სასწორის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, გაიგო რამდენია მისი მაქსიმალური დატვირთვა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გაზომავს შენს წონას.
საზომი ერთეულები: კარგი იქნება თუ სასწორს საზომი ერთეულის არჩევის ფუნქცია ექნება – კგ, ფუნტი და ა.შ. რაც უმეტეს მოდელებს აქვს.
მართვის ტიპი: არსებობს სასწორები მექანიკური ან სენსორული მართვით. სენსორული მოდელები, გაცილებით, კომფორტულია.
გამოყენების სიმარტივე: აჯობებს, თუ პერსონალურ სასწორს ავტომატური ჩართვა–გამორთვის ფუნქცია ექნება, რადგან ეს უფრო მოსახერხებელს ხდის მის მოხმარებას.
დისპლეი და ჩვენება: დარწმუნდი, რომ ეკრანი ადვილად იკითხება. უკეთესი ხილვადობისთვის, სასურველია, სასწორს ჰქონდეს უფრო დიდი და განათებული ეკრანი.
სასწორის მასალა: ხარისხიანი მასალა, მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი და მტკიცე ბაზა უზრუნველყოფს ნივთის გამძლეობას და უსაფრთხოებას.
სიზუსტე: მოძებნე სასწორი მაღალი სიზუსტით და მინიმალური ცდომილებით.
მეხსიერების ფუნქცია: ზოგიერთ სასწორს აქვს მონაცემების დამახსოვრების ფუნქცია, მრავალი მომხმარებლისთვის. ასეთი სასწორი იდეალურია მრავალწევრიანი ოჯახებისთვის.
თუ სასწორს აქვს სხვა დამატებითი მახასიათებლები, ეს მის მრავალფუნქციურობასა და პრაქტიკულობაზე მიანიშნებს.
სასწორი ყიდვა ონლაინ „ექსტრაზეა“ შესაძლებელი
„ექსტრაზე“ პერსონალური სასწორების დიდი მრავალფეროვნებაა. სასწორის ყიდვას შეძლებ იაფად და დამატებითი ფასდაკლებებიც გელოდება. მნიშვნელოვანია, რომ სასწორის ყიდვა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ხოლო შენაძენს კურიერი სრულიად უფასოდ მოგიტანს შენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
შესაძლებლობა გაქვს, სასწორი იყიდო ონლაინ განვადებით, სადაც განვადების მოქნილი პირობები გელოდება, ან შეგიძლია ნივთის ღირებულება გადაიხადო კურიერთან, უშუალოდ, ნივთის მიღებისას.
„ექსტრაზე“ შეგიძლია 4 ბანკის ონლაინ განვადებით ისარგებლო: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ტერა ბანკი“ და „კრედო“. აქტიურია თანხის განაწილებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთის ღირებულება გაიყოფა 6 ან 4 თვეზე, იმის მიხედვით, თუ რომელი ბანკს აირჩევ: თიბისი განაწილებას, საქართველოს ბანკის ნაწილ–ნაწილს თუ კრედო ბანკის “დაყავის“.
შეარჩიე სასწორი „ექსტრაზე“ ონლაინ და მიიღე ყიდვის საუკეთესო გამოცდილება.